მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიების დაწყება არ დასტურდება

16:04 07-12-2018
115

"თიბისი" ბანკის საგარეო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე "პრაიმტაიმთან" უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროკურატურამ "თიბისი ბანკის" მფლობელის, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

როგორც თამარ კირვალიძემ აღნიშნა, მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაბარებული იყო რამდენიმე პირი, რომელთა შორის იყვნენ ისეთი ბიზნესმენები, ვისაც წინა ხელისუფლების დროს გარკვეული პრობლემები შეექმნათ სამართალდამცველ უწყებებთან.

საქმის წარმოების მთავარი თემა: ჩართული იყო თუ არა მამუკა ხაზარაძე საპროცესო გარიგებების გზით დიდი ოდენობით თანხების გათეთრებაში სააკაშვილის ხელისუფლების დროს. მოგეხსენებათ, ბიზნესმენთა გარკვეული ნაწილი, რომლებსაც სამართლებრივი პრობლემები ჰქონდათ სააკაშვილის მმართველობის