საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძეს კითხავენ

15:35 07-12-2018
30

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, ოპერის მომღერალს, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელს, პაატა ბურჭულაძეს დაახლოები, ერთი საათია კითხავენ.

როგორც პაატა ბურჭულაძემ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, მისთვის ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა როდის დასრულდება გამოძიება და ის საერთაშორისო გამოძიების პასუხს ელოდება.

პაატა ბურჭულაძე მეორედ იკითხება საქალაქო სასამართლოში. პირველად ის 9 თებერვალს დაკითხეს. 

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის დაკითხვა ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე იგეგმება.