თალაკვაძე: წულუკიანი ჩვენი გუნდის წევრია და მისი მისამართით არავინ გააკეთებს ისეთ შეფასებას, რაც "ნაცმოძრაობას" გაუხარდება

20:44 07-11-2018
34

"წულუკიანი ჩვენი გუნდის წევრია და მისი მისამართით არავინ გააკეთებ ისეთ შეფასებას, რაც "ნაცმოძრაობას" გაუხარდება", - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, მთავრობის ახალ შემადგენლობაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მან კენჭისყრაში და შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა არ მიიღო, რომ გამორიცხული ყოფილიყო ის შეკითხვები, რომელიც მისი მისამართით ისმოდა. თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის წევრი და როგორც გითხარით, იმ შეფასებებს, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" გაუხარდება, ჩვენი გუნდიდან არავინ არ გააკეთებს მისი მისამართით", - აღნიშნა თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისში, მამუკა ბახტაძე უმრავლესობის დეპუტატებთან, მინისტრთა ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. 

ავტორი: ლელა მდივანი