"ქართული ოცნების" დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება

20:33 07-11-2018
22

"ქართული ოცნების" დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისივე თქმით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგებლობაზე და ძირითად გეგმებზე იქნება. 

"დღეს ჩვენ გვექნება "ქართული ოცნების" პოლიტკური სხდომა, რომელსაც დაესწრება პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. 

დღესვე ჩატარდება უმრავლესობის სხდომა, სადაც საპარლამენტო გუნდს, პრემიერმინისტრი წარმოგვიდგენს თავის გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით და გვესაუბრება იმ ძირითდ გეგმებზე და რეფორმებზე, რომლებიც უკვე ნდობის გამოცხადების შემდეგ უნდა განახორციელოს მთავრობმ

პოლიტსაბჭოს შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ ის წევრები, რომლებიც ამ დროისთვის თბილისში იმყოფებიან. ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაში არ იღებს მონაწილეობას, ვინაიდან თბილისში არ იმყოფება", - განაცხადა თალაკვაძემ. 

 

ავტორი: ლელა მდივანი