ლენტეხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ მიმდინარეობს

19:00 07-11-2018
23

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები უკვე 19 საათია ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ.

120 მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკა ადგილზე რჩება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.