ფოთში ხანძრის შედეგად 6 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

15:06 07-11-2018
27

ფოთში, ქორქიას ქუჩაზე მდებარე  ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელშიც 6 სულიანი ოჯახი ცხოვრობდა ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათ დროულად მოახერხეს სახლის დატოვება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი  საცხოვრებელ სახლში გაამთენიისას  გაჩნდა.  მათივე თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე  სახანძრო სამსახური დროულად გამოცხადა, სახლი სრულად დაიწვა.  

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად, გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი: მზეკო ჟვანია