მესტიაში მოკლული ახალგაზრდა 23 წლის ლუკა ფალიანია

13:43 07-11-2018
131

მესტიაში 23 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ,  ფალიანს გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ადგილობრივების განცხადებით, ინციდენტი მესტიის ცენტრში, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.