პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში მალხაზ კობაური ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა

12:41 07-11-2018
94

პროკურორის ინფორმაციით, მკვლელობამდე სმიტებმა მალხაზ კობაური სადილზე მიიპატიჟეს, კონფლიქტი კი გამოიწვია კობაურის მიერ იარაღის უსაფრთხოების წესების დარღვევამ, რის გამოც რაიან სმიტისგან შენიშვნა მიიღო. ამის გამო განაწყენებულმა კობაურმა, ბრალდების ინფორმაციით, სმიტების მკვლელობა განიზრახა.

პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში მალხაზ კობაური ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.