რა ხდებოდა ატვობუსში, სადაც 17 წლის მოზარდი დაჭრეს? - (VIDEO)

20:55 07-10-2018
167

თბილისში, სამგზავრო ავტობუსში 17 წლის მოზარდი დაჭრეს, ამას კი წინ მგზავრებს შორის შელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მოხდა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, მის გადარჩენას ექიმები რამდენიმე საათია ცდილობენ.

ქრონიკამამ შემთხვევის ამსახველი კადრები მოიპოვა, რომელიც ავტობუსში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

არასრულწლოვნის დაჭრის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.