ვინ არის "მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი-2018"-ის ჰიმნის ავტორი (ვიდეორგოლი)

17:30 07-10-2018
91

"მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი-2018"-ის ჰიმნის ოფიციალური ავტორი, "FOX Sports"-ის, რუსი კომპოზიტორი, კირილ რიჰტერია. 

"ყოველწლიურად, საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების წინ, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ჩემი დაწერილი ჰიმნი უკრავს. ეს ჩემთვის დიდი პატივია" - ამბობს კირილი.  ფაქტია, რომ მოსკოველი კომპოზიტორი და პიანისტი, რომელიც რუსეთში და დასვლეთის ქვეყნებში იკეთებს კარიერას, ამავე დროს, ამერიკული არხის "FOX Sports"-ის ტრანსლიაციის, ორიგინალური მუსისკის თემის  “Where Angels Fear to Tread”-ის ავტორია - საფეხბურთო ჩემპიონატის "FIFA 2018". 

“Where Angels Fear to Tread”-ის მუსიკაზე მუშაობა, კირილმა, ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. სექტემბერში კი, ნიუ-იორკში, "Metropolitan Opera"-თან ერთად, ჰიმნის სრული ვერსია ჩაწერა. 2018 წლის იანვარში, "FOX Sports", მოსკოვში გაემგზავრა, რადგან დოკუმენტური ფილმისთვის კომპოზიცია, სიმფონიურ ორკესტრტან ერთად ჩაეწერა. 

“Where Angels Fear to Tread”-ის პრემიერა, ჩემპიონატის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ნიუ-იორკში, ტაიმ სკვერზე გაიმართა. კირილ რიჰტერის შემდეგი გამოსვლა,მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, 14 ივლისს,  მოსკოვში, ღია ცის ქვეშ, სტადიონზე(ВДНХ), "მწვანე თეატრი - სცენა წყალზე" გაიმართება. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:   

ავტორი: რუსა ღვანიძე