ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ჯანდაცვა 1713948279

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს.მინისტრის განცხადებით,  მთავრობასთან კოორდინაციით  და  პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი სხვა ინტერესების გათვალისწინებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რომლის თანახმად  პაციენტები მედიკამენტის მიღებას, სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ.აღსანიშნავია, რომ პაციენტები აღნიშნულ სერვისს  მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ და გამონაკლისის სახით დასაშვები იქნება პრეპარატის საზღვარგარეთ გატანა კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ პროცედურების განხორციელების პირობით.იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომას აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები,საკოორდინაციო საბჭოს წევრები და  მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ირინე წაქაძე ესწრებოდნენ.

ტენესის შტატში მიიღეს კანონპროექტი, რომელიც მასწავლებლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლებას აძლევს

მსოფლიო 1713948258

ტენესის შტატში მიიღეს კანონპროექტი, რომელიც მასწავლებლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლებას აძლევს

აშშ-ში, ტენესის შტატის კანონმდებლებმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც მასწავლებლებს სკოლაში იარაღის ფარულად ტარების უფლებას მისცემს.კანონპროექტს ტენესის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც რესპუბლიკელები დომინირებენ, 68 ხმით მხარი დაუჭირეს, 28 კი წინააღმდეგი იყო.მოწინააღმდეგეები დარბაზში ყვიროდნენ: „სისხლი თქვენს ხელებზე“.კანონი ნებისმიერ პირს, რომელსაც სკოლაში იარაღის ფარულად ტარება სურს, ავალდებულებს, გაიაროს მინიმუმ 40-საათიანი ტრენინგი სკოლის პოლიციაში, ასევე, დამატებით 40-საათიანი ტრენინგი წელიწადში.სკოლის ხელმძღვანელობამ ინდივიდს უნდა მისცეს თანხმობა, ატაროს იარაღი, ადგილობრივი სამართალდამცველები კი მისი ვინაობის შესახებ ინფორმირებულები უნდა იყვნენ.კანონპროექტის დამფინანსებელმა, რესპუბლიკელმა რაიან უილიამსმა განაცხადა, რომ ამ კანონს შემაკავებელი ხასიათი ექნება.„შტატის მასშტაბით ჩვენ გვქონდა გამოწვევები, რომლებიც სროლებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა მან.კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა ყველა დემოკრატი და მხოლოდ ოთხი რესპუბლიკელი.„რესპუბლიკელი კოლეგები აგრძელებენ ჩვენი შტატის მძევლად აყვანას, იმუქრებიან, რათა იარაღის ინდუსტრიაში თავიანთ დონორებს მიმართონ. ეს მორალურად სიგიჟეა“, - განაცხადა დემოკრატმა  ჯასტინ ჯონსმა.გიფორდის სამართლის ცენტრის იარაღის უსაფრთხოების ჯგუფის თანახმად, აშშ-ში შტატების დაახლოებით ნახევარი მასწავლებლებსა და სკოლის სხვა პერსონალს აძლევს უფლებას, სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღი ატარონ.ბოლო წლებში სკოლაში სროლები ქვეყანაში სულ უფრო მეტად გახშირდა. ეს კანონპროექტი მიიღეს მას შემდეგ, რაც ტენესის შტატში, ნეშვილის დაწყებით სკოლაში რამდენიმე წლის წინ შეიარაღებულმა პირმა სკოლაში სამი ბავშვი და სამი თანამშრომელი მოკლა.კანონპროექტი ახლა განსახილველად რესპუბლიკელ გუბერნატორ ბილ ლის გაეგზავნება. 

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 1713947555

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიმართულებებზე.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიეტუვის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.ირაკლი ჩიქოვანმა ანდრიუს კალინდრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლიეტუველი დამკვირვებლების მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხდა. მან ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში მეგობარი ქვეყნის წვლილი.საუბარი შეეხო კიბერთავდაცვის, ეროვნული გვარდიის განვითარების, ასევე სამხედრო განათლების კუთხით ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას.შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დონატას რუპშისი დაესწრო.

ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა 1713946799

უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური, ამიტომ, ეს შემოგდებული თემაა, რომ გიგაურებმა და ლომჯარიებმა თავისი ფულის გამჭვირვალობას თავი აარიდონ-მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ალბათ თქვენც შეცდომაში შეგიყვანეს - ირაკლი ზარქუა ნაირა გელაშვილს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არის მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.ირაკლი ზარქუას თქმით, უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური და მაგალითისთვის მოჰყავს თურქეთის მიწისძვრა, სადაც საქართველომ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია თურქეთის მოსახლეობას. მისივე თქმით, ეს იყო საქართველოს ძალა თურქეთში.„გავეცანი ქალბატონი ნაირა გელაშვილის ამ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ ის შემოვიდა დისკუსიაში, სხვები არც შემოდიან. ერთი იარლიყი აქვთ დაზეპირებული და ამას ამბობენ. ქალბატონმა კონკრეტული კითხვა დასვა. არ არის ასე ქალბატონო ნაირა იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური. მაგალითად, როცა თურქეთში მიწისძვრა იყო და ათასობით ადამიანი დაიღუპა, დიახ, ჩვენი ქვეყნიდან იყო სპეციალური დელეგაცია, მათ შორის, ფინანსები გადაგზავნილი. ეგ იყო უცხო ქვეყნის ძალა, საქართველოს ძალა თურქეთში, სადაც სიცოცხლეები გადავარჩინეთ, გვერდში დავუდექით, კეთილ საქმეს მოვახმარეთ და ამისთვის მადლობა გადაგვიხადეს. ასევე, უამრავი თემაა, სადაც მათ შორის, ევროპიდან, ამერიკიდან, სხვა ქვეყნებიდან გვეხმარებიან. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ანუ, უცხო ქვეყნის ძალას წარმოადგენენ, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ასე რომ, ეს ტყუილია, შემოგდებული თემაა, რომ ამ გიგაურებმა და ლომჯარიებმა თავისი ფულის გამჭვირვალობას თავი აარიდონ, რასაც მილიონობით იხარჯება და როგორც აღმოჩნდა, ძირითადად ცუდ საქმეში. თორემ იმას, ვისაც დასამალი არ აქვს ჩვენ არაერთი განცხადება ვნახეთ დონორი ორგანიზაციების, რომ ისინი მზად არიან და პრეტენზია არ აქვთ. უფრო მეტსაც გეტყვით, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების ორგანიზაციები გატარებულია როგორც უცხო ქვეყნის აგენტები, მაგრამ ეს არავის შეურაცხყოფს. ასე რომ, ეს არის მდიდარი ენჯეოშნიკების მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ალბათ თქვენც შეგიყვანეს შეცდომაში“.-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1713946565

უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს სხვა ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საქართველოსთვის, რაც ფართო საზოგადოებამ არ იცის.როგორც გია აბაშიძე წერს, უმადურები არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილონი არიან რადიკალთა სექტაში.„ეს გახლავთ მეცენატ ბიძინა ივანიშვილის კეთილ საქმეთა არასრული ჩამონათვალი. ივანიშვილებს სხვა ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საქართველოსთვის, რაც ფართო საზოგადოებამ არ იცის. უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილონი არიან რადიკალთა სექტაში“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.