გია ყანჩელი საქართველოს ჰიმნის შეცვლის იდეით გამოდის - „ახლანდელი ჰიმნი შესასრულებლად რთულია“

14:15 07-10-2018
417

ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შეცვლის იდეით გამოდის. მისი შეფასებით, ახლანდელი ჰიმნი - "თავისუფლება" - შესასრულებლად რთულია და მუსიკალური აკომპანიმენტის გარეშე მისი შესრულება არაეფექტურია.

ამასთან, კომპოზიტორს კონკრეტული მოსაზღებაც აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ცნობილი მელოდიის მოტივზე უნდა შეიქმნას საქართველოს ახალი ჰიმნი.

ყანჩელის თქმით, გაერთიანებულ ქვეყანას დაამშვენებდა სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და, ამავე დროს, ადვილად სამღერი სახელმწიფო ჰიმნი". კომპოზიტორმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იქნება ჰიმნის შეცვლით.

მისივე მოსაზრებით, კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა "სამშობლოს" პირველი ნაწილი „წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე), სიმარტივითა და, ამავე დროს დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს", - ხოლო ახალი ჰიმნისთვის სიტყვების დაწერა, ყანჩელის აზრით დავით მაღრაძემ უნდა ითავოს.

მისივე განცხადებით, ნიკოლოზ რაჭველი და სვიმონ ჯანგულაშვილი არიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამის საკადრისად ასრულებას.

წყარო: რეზონანსი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი