სამეფო ოჯახის დღესასწაული! - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პრინცი ლუის ნათლობის ცერემონიაზე

13:24 07-10-2018
431

გუშინ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში, მნიშვნელოვანი დღესასწაული გაიმართა - პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის უმცროსი ვაჟიშვილის, ლუის ნათლობა. ცერემონია, ლონდონის სენტ-ჯეიმსის სასახლეში გაიმართა, სადაც სამეფო ოჯახის, თითქმის ყველა წევრი შეიკრიბა - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, პრინცი ჩარლზი, მეუღლესთან, კამილა პარკერ-ბოულზთან ერთად, ფეხმძიმე პიპა მიდლტონი, ქეითის და უილიამის უფროსი შვილები და სხვები.

სასექსის ჰერცოგინია, როგორც ყოველთვის, მისი ჩაცმის სტილის გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მეგანმა დღესასწაულისთვის, ზეთისხილის ფერის, "Ralph Lauren"-ის ბრენდის კაბა და "Stephen Jones"-ის დიზაინის "შლიაპა" აირჩია. 

ქეთმა კი, ცერემონიისთვის "JonesAlexander McQueen"-ის ბრენდის, თეთრი ფერის კაბა და ყვავილების გვირგვინი აირჩია. 

92 წლის, დედოფალი ელისაბედ II და მისი მეუღლე, 97 წლის ედინბურგის ჰერცოგი, ფილიპი, ნათლობის ცერემონიას არ ესწრებიდნენ - მიზეზი, ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის პრობლემა გახდა.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე