ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

10:38 07-10-2018
32

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.   გაკეთდა  მარჯვენა მაგისტრალური არხის 24 -კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის  ტორკრეტირება. რემონტი   ჩაუტარდა სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას.

განხორციელებული პროექტის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება. 

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ, და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა,  მერსი ტემბონმა, აღდგენილი საირიგაციო სისტემა დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ასევე იმყოფებოდნენ იმ ფართობებზე, რომლებიც რეაბილიტირებული სისტემიდან ირწყვება, მათ შორის  1300 ჰექტარზე გაშენებული ნუშის პლანტაციაში, სადაც წვეთური მორწყვის სისტემებია მოწყობილი. 

სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინასნებით   "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

კახეთში "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ხელმძღვანელი,  მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენელები და   ექსპერტებიც იმყოფებოდნენ.