გონიოში მაშველმა 8 წლის გოგონა გადაარჩინა

09:55 07-10-2018
93

გონიოში მაშველმა მირიან გვიანიძემ 8 წლის გოგონა გადაარჩინა. არასრულწლოვანი ზღვაში 100-მეტრის სიღრმეში იყო შესული და დახმარებას ითხოვდა. 

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.