შორენა ბეგაშვილი თხოვდება! - ვინ არის მსახიობის რჩეული

16:55 07-09-2018
1989

მსახიობი, შორენა ბეგაშვილი, გუშინ, იუბილარი იყო. მან გრანდიოზული დაბადების დღე, საცურაო აუზზე გადაიხადა.

შორენას დაბადების დღე, საყვარელმა მამაკაცმა, ირაკლი ნანაძემ გადაუხადა.  საიუბილეო წვეულებაზე მოწვეული იყო შორენას ოჯახის წევრები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ირაკლის და შორენას მეგობრები. მათ შორის ბუკა მანაგაძე, მაკა ზამბახიძე, ლელა წურწუმია, მამულიჩა და სხვები. 

მომღერლებმა მსახიობს, დაბადების დღის აღსანიშნავად, უმღერეს.  შორენას და მის ქალიშვილს ევას, წვეულებაზე, თეთრი კაბები ეცვათ. 

გვიან ღამით, შორენას, საყვარელმა მამაკაცმა, გრანდიოზული ფეირვერკი მოუწყო, რომელიც ბეგაშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

როგორც ჩანს, წყვილი, ურთიერთობას აღარ მალავს, უფრო მეტიც, "რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, მათთან ერთად ცხოვრობს, შორენას უმშვენიერესი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძეც.

წყვილის მეგობრების ცნობით, შორენა და ირაკლი, ქორწინების შესახებ ოფიციალურ განმარტებას, უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

ირაკლი ნანაძემ, უცხოელ იუველირს, საყვარელი ქალისთვის, უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი დაამზადებინა, რომელიც შორენა ბეგაშვილის ხელს, მალე დაამშვენებს. 

"რეიტინგი" შეეცადა შორენა ბეგაშვილთან დაკავშირებას და ქორწილის დეტალების გარკვევას, თუმცა ის, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

იხ. ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე