რატომ შეიცვალა პრემიერი „ჩემი ცოლის დაქალებში“ - „გაცილებით მნიშვნელოვანი პერსონაჟები შეგვიცვლია“ - exclusive

15:25 07-09-2018
1681

„ჩემი ცოლის დაქალებში“ კიდევ ერთი ცვლილებაა. „პრემიერის“ როლის შემსრულებელი, გოჩა ცომაია ვახტანგ ამანათიძემ ჩაანაცვლა. ეს ამბავი დამაბნეველი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. თავიდან გვეგონა, რომ სერიალის სცენარისტი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას გამოეხმაურა და პრემიერმინისტრი შეცვალა სერიალში, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მხოლოდ მსახიობის ჩანაცვლება მოხდა. 

ჩვენ სერიალის მთავრა პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დავუკავშირდით.

- ირაკლი, რა გახდა მსახიობის შეცვლის მიზეზი?

- ჯანმრთელობის მდგომარეობა.

- რამე სერიოზულია?

- არ ვიცი. ვიცი, რომ ამის გამო სერიალში თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო გოჩამ.

- მაყურებელი მაინც კრიტიკულად ხვდება ხოლმე ასეთ ცვლილებებს. როგორ გგონიათ, მიიღებს ახალ პრემიერს?

- გაცილებით მნიშვნელოვანი პერსონაჟები შეგვიცვლია და ვფიქრობ, არც ამ ცვლილებაშია რაიმე ტრაგიკული. თავისთავად მსგავსი ცვლილებები არ არის კარგი, მაგრამ მსგავსი გრძელვადიანი პროექტები ასეთი შემთხვევების გარეშე წარმოუდგენელია. 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი