„თბილსერვის ჯგუფი“ მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას იწყებს

15:15 07-09-2018
26

„თბილსერვის ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„თბილსერვის ჯგუფი“ მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას იწყებს. 

სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა. 

რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.   „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.