სილვესტერ სტალონემ დაბადების დღე ოჯახთან ერთად აღნიშნა - "დაბადების დღეს გილოცავთ "იტალიელო ულაყო"

15:04 07-09-2018
337

მსახიობ, სილვესტერ სტალონეს, 6 ივლისს, 72 წლი შეუსრულდა. დაბადების დღის აღსანიშნავად, ვარსკვლავი, ლონდონში გაემგზავრა - მასთან ერთად, მისი მეუღლე, 49 წლის ჯენიფერ ფლავინი და მისი სამი ქალიშვილი - სისტინი, სოფია და სკარლეტი იმყოფებოდნენ. 

დღესასწაული, მსახიობმა, ოჯახურ წრეში, რესტორან  "Bella Cosa"-ში გაიმართა. აპლოდისმენტების თანხლებით, სილვესტერმა სადღესასწაულო ტორტი, რომელსაც იტალიის დროშა ჰქონდა გამოსახული, პირველმა გაჭრა. ტორტს ამშვენებდა წარწერა: "გილოცავთ დაბადების დღეს იტალიელო ულაყო". "იტალიელი ულაყი" - სტალონეს  პირველი, ნახევრად პორნო ფილმის სახელწოდებაა, რის შემდეგაც ზედმეტსახელად შემორჩა. რესტორნიდა გამოსვლის შემდეგ, მსახიობი, პაპარაცების და თაყვანისმცემლების გარემოცვაში მოყვა. სანამ მსახიობი ავტოგრაფებს არიგებდა, მისი ქალიშვილები, თაყვანისმცემლებთან ერთად პოზირებდნენ.

დაბადების დღის ცერემონიამ, რამდენიმე ხნის შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ სტადიონზე - "O2", ექსკლუზიურ ღონისზიებაზე გადაინაცვლა, სადაც სტალონეს, რამდენიმე ათასი გულშემატკივარი იმყოფებოდა. მსახიობის მეგობრებმა - ალ პაჩინომ, არნოლდ შვარცნეგერმა, ჟან-კლოდ ვანდამმა კი, ვიდეოთვალის საშუალებით მიულოცეს დაბადების დღე. 

მსახიობის ინფორმაციით, მის ცხოვერბაში, ეს, ერთ-ერთი საუკეთესო დაბადების დღეა.

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე