The Sun – სკრიპალების თავდასხმაში ეჭვმიტანილები რუსეთში იმყოფებიან

14:25 07-09-2018
52

სკრიპალებზე თავდასხმა ორმა პირმა განახორციელა, – ასეთი ვარაუდი სკოტლანდ-იარდმა გამოთქვა. სოლსბერში მცხოვრები ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის ისტორია დღემდე არ კარგავს თავის აქტუალურობას. მოსკოვი მტკიცებულებებს ითხოვს და ყოველ ჯერზე მკაცრი ტონით უარყოფს სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის კვალს. 

გამოძიება ვარაუდობს, რომ ორივე პირმა, ვინც ამ თავდასხმაში მონაწილეობდა, ბრიტანეთი მომხდარიდან მეორე დღეს დატოვა. ლონდონი დარწმუნებულია, რომ ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ პუტინი პატრონობთ.

ბრიტანული მედია მიიჩნევს, რომ გამოძიება შორს ვერ წავა და მას რამის დამტკიცება გაუჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ ეჭვმიტანილი პირები უკვე რუსეთში არიან. 

როგორც იხსენებენ, თავის დროზე ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის გზით მკვლელობის საქმეშიც ორი ეჭვმიტანილი იყო, რომლებიც, ასევე, რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, ლონდონის მოთხოვნა მათ ექსტრადიციაზე მოსკოვმა არ დააკმაყოფილა.