ბრიტანელი აგენტი, რომელიც "ნოვიჩოკით" მოწამლეს, გარდაიცვალა

12:20 07-09-2018
35

44 წლის დონ სტერჯესი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქ ეიმსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოიწამლა, გარდაიცვალა.

ამ ნივთიერებით გასულ კვირას ორი ადამიანი მოიწამლა. პოლიცია ამჟამად ცდილობს გაარკვიოს, თუ რა ვითარებაში მოიწამლნენ დონ სტერჯესი და 45 წლის ჩარლი როული, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ.

ბრიტანეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ სტერჯესი და როული იმ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ნარჩენებით მოიწამლნენ, რომელიც სკრიპალების წინააღმდეგ იყო გამოყენებული.