QNET ლეგალური ბიზნესია და ფინანსურ პირამიდასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს

12:14 07-09-2018
818

თამთა ონოფრიშვილი

სპეციალურად „პრაიმტაიმისთვის“

ფინანსურ პირამიდას ლეგალური ბიზნესისგან ორი მთავარი ფაქტორი გამოარჩევს. პირველი: პირამიდაში თქვენ დებთ ფულს და არაფერს არ ყიდულობთ, თუმცა, გარწმუნებენ, რომ აუცილებლად მიიღებთ დივიდენდებს. QNET კი ონლაინ სავაჭრო ქსელია. თქვენ ინტერნეტის საშუალებით იხდით ფულს და ყიდულობთ პროდუქტს. თანაც ექსკლუზიურ პროდუქტს, მაღალი ხარისხითა და საერთაშორისო ლიცენზიების მქონეს. მეორე, ფინანსურმა პირამიდამ შესაძლოა, მხოლოდ ერთი წელი გასტანოს ბაზარზე, შემდეგ ის იშლება. QNET კი უკვე 20 წელია, მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე ოპერირებს, საქართველოში მეოთხე წელია, ბიზნესს ავითარებენ. 

ასე რომ, QNET ლეგალური ბიზნესია და არა ფინანსური პირამიდა. 

გასულ კვირას თბილისში კომპანიის ტოპ მენეჯერები ჩამოვიდნენ. ტიმ ჰარნიმ – დირექტორი იურიდიულ საკითხებში, ბატირ კომურზოევმა – QNET-ის ოპერაციების უფროსი დსთ-ს სივრცეში, სწორედ ეს აუხსნეს ქართულ მედიას და საზოგადოებას. შეეცადნენ, ეჩვენებინათ, რომ ეს არის ის ბიზნესი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას და არანაირად არ არის დაკავშირებული ფინანსურ მაქინაციებთან. 

საქართველოში სოციალურ ქსელში ზოგიერთი იუზერი წერდა, თითქოს მან მიიღო ზარალი QNET-გან, თუმცა, ჯერ არცერთი ქეისი პროკურატურაში არ დევს და  „საყვედურებით კომპანიისთვის ჯერ არავის მიუმართავს. ეს იმიტომ, რომ კომპანია – ეს ქსელური ონლაინ მარკეტინგია და მან არ შეიძლება დაგაზარალოთ“. – აცხადებს ტიმ ჰარნი.

ყველაფერი ძალიან მარტივია. QNET სინამდვილეში თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიმუშაოთ ფული, ის ვერანაირად ვერ დაგაზარალებთ, – განმარტავს ტიმ ჰარნი, – თავად განსაჯეთ, ჩვენ ონლაინ გაყიდვებს ვეწევით, თქვენ შეგიძლიათ, ფული გადაიხადოთ ინტერნეტით და პროდუქტიც შეიძინოთ. თუმცა, თუ თქვენ სხვასაც აყიდვინებთ QNET-ის ნებისმიერ პროდუქციას, კომპანია თქვენ გიხდით საკომისიოს, შესაბამისად, თქვენ ვერანაირად ვერ დაზარალდებით. იხდით ფულს და ყიდულობთ მაღალხარისხიან პროდუქციას. და გაქვთ შანსი, გამოიმუშაოთ საკომისიო, სად არის აქ ფინანსური პირამიდა? ეს არანაირი პირამიდა არ არის“, – აცხადებს ტიმ ჰარნი.

„კლასიკური ბიზნესმოდელისგან ჩვენ სწორედ ამ შესაძლებლობით განვსხვავდებით. როგორც წესი, რომელიმე ბრენდი კონკრეტულ ქვეყანაში ერთ პირს ირჩევს კონტრაქტორად, ვისი მეშვეობითაც ის საკუთარი პროდუქტის დისტრიბუციას ახდენს. მხოლოდ იმ ერთ პირს აქვს წვდომა მის პროდუქციასთან და მხოლოდ ის ყიდის მას. ჩვენ კი ქსელური მარკეტინგის კომპანია ვართ, პროდუქციას შუამავლების გარეშე ვყიდით, თქვენ ის შეგიძლიათ ონლაინში შეიძინოთ. და თუ თქვენი მეშვეობით ჩვენს პროდუქციას სხვაც შეიძენს, მაშინ QNET-ისგან ბონუსს მიიღებთ. არანაირი პირამიდა ეს არ არის. ეს ღია, გამჭვირვალე და პატიოსანი ბიზნესია“, – განმარტავს თავის მხრივ ბატირ კომურზოევი.

აგვისტოში კომპანია საქართველოში უჩვეულო გამოფენას გამართავს. 

QNET საკუთარი პროდუქციის გამოფენით შეეცდება ყველა სკეპტიკოსი დაარწმუნოს, რომ კომპანიას არანაირი შეხება ფინანსურ პირამიდებთან არ აქვს. ფინანსური პირამიდა ხომ მხოლოდ ფულზეა აგებული და ის, სინამდვილეში, არანაირ პროდუქტს არ ყიდის, მაშინ როცა ლეგალური ბიზნესი, როგორიც ამ შემთხვევაში QNET-ია, მომხმარებელს ექსკლუზიურ და მაღალხარისხიან პროდუქციას სთავაზობს.

„QNET-ის პროდუქციასთან დაკავშირებული ეჭვების გასაფანტად, ჩვენ გადავწყვიტეთ, თბილისში მიმდინარე წლის აგვისტოში ჩავატაროთ პროდუქციის ექსპოზიცია. ყველას, ვინც დაინტერესებულია QNET-ის პროდუქციითა თუ ბიზნეს შესაძლებლობებით, შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს რეალობა და დარწმუნდეს ჩვენს კეთილსინდისიერებაში“. – განაცხადა ბატირ კომურზოევმა.

ოპერაციების უფროსის დსთ-ს სივრცეში ბატირ კომურზოევის განმარტებით, QNET თანამედროვე მარკეტის ბრენდია და ის თავის რეპუტაციას ძალიან უფრთხილდება. „ჩვენ გვაქვს შესაბამისი სამსახური, რომელიც მუდმივად ახდენს ქსელის მონიტორინგს, გაუგებრობის შემთხვევაში სწავლობს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას, თუკი ასეთი რამ დაფიქსირდა, და რეაგირებს მასზე“.

ასე რომ, QNET – ეს ლეგალური ბიზნესია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას სრულად იცავს და მოქმედებს მის შესაბამისად. ნებისმიერი შეკითხვის ან გაუგებრობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, პირადად მიმართოს კომპანიას, მისწეროს მას და მოსთხოვოს პასუხი ან განმარტება. თუმცა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოდან მათთვის კონკრეტული ქეისით ჯერ არავის მიუმართავს.

QNET არის ერთ-ერთი პიონერი კომპანია, რომელმაც დანერგა ონლაინ ვაჭრობის სისტემა პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიაში.

QNET – მაღალი ხარისხისა და ცხოვრების გასაუმჯობესებელი პროდუქტების პორტფოლიო იქმნება ექსკლუზიურად სხვადასხვა საერთაშორისო მწარმოებლების მიერ. მის ქსელში არსებული პროდუქტი იყოფა 7 სხვადასხვა კატეგორიად, ყოველდღიური მოხმარების ნივთებით დაწყებული და უმაღლესი ხარისხის ფუფუნების საგნებით დასრულებული.

საქართველოში QNET ბიზნესში 20 000-მდე ადამიანია ჩაბმული. QNET-ის პროდუქტებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შვეიცარიის ინსტიტუტის ონლაინ სწავლების  კურსებია. ის არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მოქნილ ბიზნესკურსებს სთავაზობს. კურსის გავლის შემდეგ ყველა სტუდენტი იღებს შვეიცარიის უნივერსიტეტის სერტიფიკატს.

ასე რომ, QNET-ის ლიდერშიფი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა. ტიმ ჰარნი დარწმუნებულია, რომ ის სიცხადეს შეიტანს საზოგადოებაში და კომპანიის მიმართ საზოგადოებას გაუცხოება აღარ ექნება. მისი განმარტებით, შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა. 

QNET თანამედროვე მარკეტინგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბევრს არ ესმის, როგორ შეიძლება მას მხარი აუწყოს, ამიტომაც დაბნეულია, რაც მისთვის უცხოა, ნეგატიურად აღიქვამს. 

თანამედროვე ბიზნესის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ის ყველას თანაბრად აძლევს შანსს, აწარმოოს ბიზნესი და გახდეს წარმატებული. ამის გარდა, კომპანიას აქვს თავისი პოლიტიკა, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველასთვის.

„QNET-ს აქვს მკაცრი პროცედურები და პოლიტიკა დამოუკიდებელი წარმომადგენლების სტატუსის მინიჭებისას. როდესაც ისინი უწევენ მარკეტინგს ჩვენს პროდუქტებსა და ბიზნეს შესაძლებლობებს, ისინი იცავენ როგორც პოლიტიკას და პროცედურებს, ასევე, ადგილობრივ კანონებსაც. ჩვენ სისტემატურად ვაწვდით ტრენინგ პროგრამებსა და ბიზნეს მასალებს დამოუკიდებელ წარმომადგენლებს რათა დავეხმაროთ მათ წარმატებული ბიზნესის წარმოებაში“, – განაცხადა ტიმ ჰარნიმ.