ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713955195

საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა და კულტურული ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება - შალვა პაპუაშვილი

„საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა და საზოგადოებრივ-კულტურული ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვისმინოთ თქვენი დამოკიდებულება, იდეები და შენიშვნები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ასევე,  თქვენი მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოზურგეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა, ერთი მხრივ, პროექტი, რომელიც  კონსტიტუციაში ცვლილებას ითვალისწინებს, კერძოდ, 30-ე მუხლში, რომელიც  ქორწინების უფლებას და  დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, ხოლო მეორე მხრივ - ცალკე კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს ეხება.„ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალაუფლება მოდის ხალხისგან. ხალხი, როგორც წესი, არჩევნების გზით  წარმომადგენლობით ორგანოს  მანდატს აძლევს და შემდეგ, საქართველოს შემთხვევაში, ოთხი წლის განმავლობაში, პარლამენტი იღებს კანონმდებლობას. თუმცა, ჩვენ გვაქვს დათქმა, რომ ზოგიერთ საკითხზე, საკმარისი არ არის  მხოლოდ არჩევნებზე მიღებული მანდატი და საპარლამენტო პროცედურებით  ცვლილების განხილვა, არამედ საჭიროა  ხალხის უშუალოდ ჩართვა. ასეთი დათქმა ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილებას ან კონსტიტუციური კანონის მიღებას. ისეთი საკითხის მოწესრიგებას, რაც არის  ჩვენი საზოგადოების საყოველთაო შეთანხმების ფუნდამენტი. კონსტიტუციაც ეს არის ხალხის შეთანხმება - როგორი სახელმწიფო გვინდა გქონდეს, რა ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული და მმართველობის როგორი სისტემა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი შეთანხმების საფუძველი. ამიტომაც არის, რომ  კონსტიტუციაში ცვლილება  პროცედურულად ყველაზე უფრო  რთული ცვლილებაა, რომელსაც, ერთი მხრივ, სჭირდება ხანგრძლივი განსჯა და მეორე მხრივ, სჭირდება მაღალი კვორუმი -  სამი მეოთხედი ანუ 150 დეპუტატიდან 113-ის მხარდაჭერა, რომ ცვლილება მყისიერად  შევიდეს ძალაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მუშაობას 17 მაისს დაასრულებს, რის შემდეგაც კომისია პარლამენტს წარუდგენს მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შედეგებს.

შსს

სამართალი 1713955123

შსს განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე გამართულ აქციებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება. მასში ნათქვამია, რომ მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, შესაბამისად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ. უწყება აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება."როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას.ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას."შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ენ ჰეთეუეი

ტაბლოიდი 1713954900

ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა

ენ ჰეთეუეი 2000-იანი წლების ჰოლივუდში თავის ცუდ გამოცდილებას იხსენებს. მსახიობი ყვება, რომ როდესაც ერთ-ერთ როლზე დაამტკიცეს, ფილმის შემქმნელებმა უთხრეს, რომ მეწყვილის შესარჩევად, 10 კაცისთვის უნდა ეკოცნა.„მაშინ ნორმალურად ითვლებოდა, რომ მსახიობებს შორის ქიმიის შესამოწმებლად მათ ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ. მე თუ მკითხავთ, ეს საშინელი პრაქტიკაა. ერთხელ მითხრეს, 10 მსახიობი მოდის შენი მეწყვილის როლზე და არ გიხარია, რომ ყველა მათგანს უნდა აკოცოო? ვფიქრობდი, რამე ხომ არ მჭირდა, რადგან გახარებული საერთოდ არ ვყოფილვარ, ეს იდეა გულს მირევდა", - იხსენებს მსახიობი.ჰეთეუეის თქმით, მადლიერია, რომ დროთა განმავლობაში ჰოლივუდში ბევრი მიდგომა შეცვალა. ის იხსენებს, რომ მაშინ არ უნდოდა, "პრობლემურად" ან "რთულად სამუშაოდ" აღექვათ, რის გამოც მსგავს შემთხვევებზე თვალს ხუჭავდა და ისე იქცეოდა, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო. მსახიობი ფიქრობს, რომ მაშინ ფილმის შემქმნელებს მისთვის ზიანის ზიანის მიყენება არ სდომებიათ, თუმცა განსხვავებული დრო იყო და მსგავსი პრაქტიკა სამუშაოს ჩვეულებრივ ნაწილად აღიქმებოდა.ენი წარსულ გამოცდილებას დღევანდელობას ადარებს და თავის ბოლო ფილმზე, The Idea of You-ზე, მუშაობის პროცესზე ყვება. იმისათვის, რომ შეემოწმებინათ, როგორ შეეწყობოდნენ გადაღებებზე ჰეთეუეი და მსახიობი ნიკოლას გალიცინი, ნიკოლასს სიმღერის შერჩევა სთხოვეს, რაზეც შემდეგ მან ენისთან ერთად იცეკვა. ამ დღეს გალიცინიც იხსენებს.„ძალიან დაძაბული ვიყავი, თუმცა ენისთან საოცარი კავშირი მაშინვე ვიგრძენი. თან, ერთნაირი იუმორის გრძნობაც გვქონდა და ამან ყველაფერი გააადვილა", - ამბობს მსახიობი. 

თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა 1713953855

თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და აჭარის რეგიონში გაეროს აქტიური მუშაობისთვის და სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა.აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ სტუმრებს აჭარის საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში დავით ბაქრაძე, გაეროს სამმართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მრჩეველი ნესტან ბეჟანიშვილი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713953697

თუ მე ვარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოსთვის ასეთ კარგ პროექტებს ახორციელებს, მე ძალიან ამაყად და თამამად ვიტყვი, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. ამის ნეგატიურად წარმოჩენა შეიძლება? - მამუკა მდინარაძე ნაირა გელაშვილს

პრაქტიკულად პირველი ადამიანია ქალბატონი ნაირა ვინც შემოვიდა ამ მსჯელობაში და არგუმენტის მაგვარი დაასახელა და დიდი მადლობა მას. როგორ შეიძლება უცხოური ძალის ინტერესები მაინცდამაინც წარმოვიდგინოთ ნეგატიურ კონტექსტში. მაგალითად, ევროპული ფონდებიდან, ევროკავშირიდან, როდესაც შემოდის გარკვეული თანხა და ის ხმარდება კარგ საქმეს, სასწავლო დაწესებულებების, ფერმერების და ბევრი სხვა მიმართულებით და ემთხვევა ქართულ ინტერესებს, ეს არის მხოლოდ ევროპის და ევროპული ფონდების პოზიტიური და საამაყო თუნდაც, გადაჭარბების გარეშე, ინტერესი საქართველოში და მაშინ თუ მე ვარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოსთვის ასეთ კარგ პროექტებს ახორციელებს, მე ძალიან ამაყად და თამამად ვიტყვი, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. ამის ნეგატიურად წარმოჩენა შეიძლება? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანმა მამუკა მდინარაძემ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილზე საპასუხოდ განაცხადა.მდინარაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული ენჯეოები არიან არა ქართული და არა ევროპული ინტერესების გამტარებლები და ატარებენ ისეთ ინტერესებს, რომლებიც მართლაც ნეგატიურია, ხარჯავენ შავ ფულს ისეთ ადგილებში, რისი გამხელაც არ სურთ და ესირცხვილებათ.„დიახ მე თუ ვარ ენჯეოს წარმომადგენელი და ვხელმძღვანელობ იმ ენჯეოს, რომელიც ევროპულ ფულს ხარჯავს საქართველოსთვის სასიკეთოდ, ეროვნულ თუ სხვა პრაქტიკულად პოზიტიურ საქმეებში, მე დიდი სიამაყით ვიტყვი, რეესტრში ჩავეწერები, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და ეს ევროპული ინტერესები არის ძალიან კარგი. მაგრამ სინამდვილეში ჩვენს ამ საკითხში ოპონენტებს, რუსული, რუსულიო თუთიყუშივით რომ გაიძახიან იცით რისი ეშინიათ? რომ ისინი, ბევრი მათგანი, განსაკუთრებით მდიდარი ენჯეოები ატარებენ ისეთ ინტერესებს, რომლებიც მართლაც ნეგატიურია, ხარჯავენ შავ ფულს ისეთ ადგილებში, რისი გამხელაც არაფრით არ უნდათ და ესირცხვილებათ და სწორად შეიძლება ფიქრობენ, როგორც კი გამჟღავნდება ისინი აღმოჩნდებიან არა კარგი, არა პოზიტიური, არა ქართული და არა ევროპული ინტერესების გამტარებლები“, - განაცხადა მდინარაძემ.