ბრაზილიაში, დედამ 2 წლის შვილს ძაღლის საკვების ჭამა აიძულა

16:18 07-08-2018
70

 

ბრაზილიაში, დედამ 2 წლის შვილს ძაღლის თასიდან შინაური ცხოველის მზა საკვების ჭამა აიძულა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვი ძაღლის მზა საკვების მიღების შემდეგ შეუძლოდ გახდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ბავშვის ბებიამ გამოაქვეყნა.

მომხდარზე გამოძიება პოლიცამ დაიწყო. 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი