NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ტაილერ ჰონიკატმა სავარაუდოდ თავი მოიკლა​

10:42 07-08-2018
51

NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ტაილერ ჰონიკატმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო თვითმკვლელობას წინ უძღოდა დაპირისპირება და ორმხრივი სროლა პოლიციასთან.

სამართალდამცველები კალათბურთელის დედამ შვილის საეჭვო ქცევის გამო გამოიძახა. ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლიდან ცეცხლი გაუხსნეს. სპეცოპერაციის შედეგად, სახლში სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა. მათ გარდაცვლილი პირი იპოვეს,  რომელსაც, პოლიციის ცნობით, თვითდაზიანების ნიშნები ჰქონდა.

ტაილერ ჰონიკატი 27 წლის იყო.

ავტორი: თათია ცუკოშვილი