აბიტურიენტი, რომელმაც ტრანსპორტს ვერ მიუსწრო, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა

19:16 07-07-2018
587

სოციალურ ქსელის მომხმარებელი დღეს ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან მომხდარზე წერს. მისი თქმით, ეროვნული გამოცდების გამო, 39-ე სკოლასთან გზა გადაკეტილია. ქუჩის ბოლოს გაჩერებულ ეკიპაჟთან ჩამოვლის დროს, მათი მიმართულებით გოგო მოდიოდა და იძახდა, რომ ჩააბარა.

"ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ "პოლცინია" უნდოდა და, ისეთი მოთქმა ატეხა, კაი შტატიანი თანამშრომელივით თვითონ ამაცალეს.ისე, ქუჩაა გადაკეტილი 39-ე სკოლასთან, გამოცდის გამო. რომ ჩამოვიარეთ, ქუჩის ბოლოს მდგარ ეკიპაჟთან გოგომ მოირბინა და შორიდანვე ყვიროდა, ჩავაბარეო მეგონა, მშობელი ან ვინმე ელოდებოდა, თურმე, ეკიპაჟს ეძახდა, მოვიდა და სხვები აღმოჩნდნენ, სახე მოეჟამა, შეიცვალეთო? დილით ტრანსპორტის გამო დაგვიანებია, მარშუტკამ არ გამიჩერაო, უყვებოდა, ქუჩის მეორე მხრიდან დამინახეს და მოაბრუნეს მანქანაო, მოკლედ, გამოცდაზე წინა ეკიპაჟს მოუყვანია, გეხვეწებით, მადლობა გადაეცითო, ახლებს ეხვეწებოდა განა რამე, რომ გაგიხარდება რაღაცნაირად, რა მოკლედ, ჩააბარა", - წერს მიო გაზაევი.