"კაცმა დაუბერა "მარწყვის არომატით" საბურავები... ორ დღეში მოაყენა ვულკანიზაციაში ინფინიტმა და იქიდან ზორბა ტანის კაცი გადმოვიდა..."

16:47 07-06-2018
172

სოციალური ქსელის მომხმარებელი თვითმხილველის მოყოლილ მხიარულ ისტორიას "ფეისბუქში" აქვეყნებს.

"თვითმხილველმა მოყვა :) ვზივარ და ვუცდი სანამ ვულკანიზაციაში საბურავებს დამიბერავენ. ამ დროს შავი ინფინიტი მოაყენა ქალმა, გადმოდის მოკლე კაბა, ღრმა დეკოლტე და ქუსლებზე, ნუ მოკლედ ძაან მაგარი ქალია და კითხულობს: თქვენთან საბურავის დაბერვა ხომ შეიძლება?

- კი რათქმაუნდა რითი დაგიბეროთ?

- და რითი გაქვთ? კითხულობს ქალი

ამ დროს იუმორის გრძნობამ გაიღვიძა ბიჭში და ეუბნება: – არის მარწყვის არომატით, ატმის და ვაშლის.

ბიჭები ჩუმად იცინიან, მაგრამ ყველა თავის საქმეს აკეთებს ყურები კი ყველას აქეთ აქვს მომართული

ქალი: – და რა ღირს?

კაცი: – 40 ლარი ოთხივე, ნებისმიერი არომატით

ქალი: – კარგით მაშინ მარწყვით იყოს

მთელი ვულკანიზაცია სიცილით იგუდება ოღონდ თავისთვის ჩუმად არიან მაგრამ ვეღარ ძლებენ…

ამ დროს კაცმა დაუბერა <<მარწყვის არომატით>> საბურავები ქალმა ფული გადაუხადა და წავიდა.

აი მაშინ კი ატყდა ერთი ამბავი ყველას სიცილისგან ეტირებოდა.

გავიდა რამდენიმე დღე და ისევ თვითმხილველი ყვება.

2 დღის შემდეგ ისევ მოუწია იქ მისვლა ამ ჯერად კი ისევ მოაყენა <<მარწყვის არომატიანმა>> ინფინიტმა და იქიდან ზორბა ტანის კაცი გადმოვიდა.

კითხულობს: აქ 2 დღის წინ ჩემი ცოლი იყო და საბურავები ხომ არ დაგიბერავთ მისთვის?

აი მაშინ კი მიხვდნენ რომ ახლა კაი დღე არ დააგებოდათ

გამოვიდა ვულკანიზაციის დირექტორი და ჩუმად ჩაილაპარაკა: კი ჩემმა ბიჭებმა დაუბერეს…

ზორბა ტიპი: აჰაა ესეიგი თქვენ დაუბერეთ ხომ მარწყვის არომატით საბურავები?

ბიჭი პასუხობს ნუ ხო .. ჩვენ ვიყავით…

ზორბა ტიპი: აჰა ძმა შენ 50 ლარი!

ბიჭი რააა?

ზორბა ტიპი: 2 დღეა არ მძინავს – მოვკვდი სიცილით ასეთი რაღაც რომ მითხრა, ვულკანიზაციაში მარწყვის არომატით დამიბერესო საბურავები მარწყვის სურნელი დგას სულ ჩემს მანქანაში რა კარგი ყოფილაო :)", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.