ლეონარდო დი კაპრიო შეყვარებულთან ერთად ფრენბურთის მატჩზე დააფიქსირეს

15:39 07-06-2018
252

ჰოლივუდის ლეგენდარული სექს-სიმბოლოს, 43 წლის, ლეონარდო დიკაპრიოს და 20 წლის მოდელის, კამილა მორონეს სიყვარულის ისტორია, 2017 წლის ბოლოს გახდა ცნობილი.

ოფიციალური ინფორმაცია, წყვილის ურთიერთობის შესახებ, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, როცა ლეონარდო და კამილა, მოდელების სახლიდან, ერთად გამოდიოდნენ. 

შეყვარებული წყვილი, მაისის შემდეგ, საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. 

ამერიკის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, რომელიც 4 ივლისს აღინიშნება, ისინი მალიბუში, ფრენბურთის მატჩზე, ერთად დააფიქსირეს.

დი კაპრიომ საღამო, არა მარტო შეყვარებულთან ერთად, არამედ  თაყვანისმცემლების გარემოცვაში გაატარა.

სავარაუდოდ, წყვილის ურთიერთობაში, ამ ეტაპზე, ყველაფერი საუკეთესოდ არის!

შეგახსნებთ, რომ ლეონარდო დიკაპრიოს რომანების შესახებ, დიდი ხანია ლეგენდები დადის. 2017 წელს, რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ, მოდელ ნინა აგდალს დაშორდა და მას მერე, სხვადასხვა გოგონებთან, მოკლევადიანი რომანები აკავშირებდა. 

 იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე