ტაილანდში მღვიმეში მოზარდებისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციის დროს მყვინთავი დაიღუპა

12:23 07-06-2018
46

ტაილანდში მღვიმეში მოზარდებისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციის დროს მყვინთავი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. 

გარდაცვლილი მყვინთავი 38 წლის სამან გუნანია.  ის მღვიმეში ჩარჩენილებისთვის ჟანგბადის ავზების მიწოდებას ცდილობდა, რა დროსაც გონება დაკარგა. 

შეგახსენებთ, რომ 11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივლისს დაიკარგნენ. ისინი ცხრა დღის შემდეგ იპოვეს, თუმცა მათი გამოყვანა ვერ ხერხდება. ბავშვებს ან ყვინთვა უნდა ასწავლონ,ან წყლის დონის დაკლებას დაელოდონ, რასაც შესაძლებელია რამდენიმე თვე დასჭირდეს. 

ავტორი: თათია ცუკოშვილი