ბათუმში მაშველმა ორი ახალგაზრდა გადაარჩინა

00:01 07-06-2018
32

ბათუმში მაშველმა ორი ახალგაზრდა გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"ბათუმი - ძველ ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველმა ავთო ცეცხლაძემ ორი ახალგაზრდა გადაარჩინა

მაშველმა ახალგაზრდები ზღვის სიღრმეში 200 მეტრის მანძილზე შენიშნა და ისინი ნაპირზე კატარღა ბრიგ 250-ით გამოიყვანა

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება". - ნათქვამია განცხადებაში