პრემიერის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესი წლიური ბრუნვის მხოლოდ 1%-ს გადაიხდის - არჩილ თალაკვაძე

18:23 07-05-2018
26

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადები დაწიონ, ეხმაურება:

"მამუკა ბახტაძის ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის შესახებ უკვე ძალაშია. მცირე და საშუალო ბიზნესი წლიური ბრუნვის მხოლოდ 1%-ს გადაიხდის.

ასევე, გამარტივდა საგადასახადო ადმინისტრირება და ბრუნვის ლიმიტი ნახევარ მილიონამდე გაეზარდა მცირე ბიზნესს.

ეს არის ახალი ჟანგბადი მცირე ბიზნესისთვის, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური ზრდის პროცესში მეტ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

ახლა, მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების, სტარტაპების და ბიზნეს ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამები კიდევ უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გახდეს. საბანკო სექტორსაც შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესს  უკეთესი  პირობები  შესთავაზოს,  თუ  დამატებითი  საკანონმდებლო  მხარდაჭერა  სჭირდება ამას, მზად ვართ განვიხილოთ" - განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორი: ნინო რაზმაძე