მინისტრის მოადგილე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

18:01 07-05-2018
19
თეგები: ჭუბერი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად,  სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა,  სადაც ადგილზე გაეცნობიან  მდინარე ნენსკრაზე  მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და გასცემენ რეკომენდაციებს შემდგომი რეაგირებისათვის. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში,  სავარაუდოდ,  უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც გამოიწვია  ღვარცოფული პროცესების განვითარება. 

სააგენტოს ინფორმაციით, 5 - 8 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია  ამინდის მკვეთრი გაუარესება; დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და  ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე  წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება მოხდეს.