ჯონი დეპის ყოფილი შეყვარებულის ვანესა პარადის ქორწილის ცერემონია - ვინ არის მსახიობის რჩეული

17:10 07-05-2018
416

ფრანგი მომღერალი, მსახიობი და ფოტომოდელი, ვანესა პარადი, ოფიციალურად, პირველად გათხოვდა. მისი რჩეული, რეჟისორი, სამუელ ბენშეტრია. წყვილმა ერთმანეთი, ფილმის "ძაღლის" გადაღების დროს გაიცნეს. ფილმში პარადი, მთავარი როლის შემსრულებელია. მათი ნიშნობის ცერემონია, ჯერ კიდევ 2017 წელს გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ კი, წყვილის საქორწინო ცერემონია, პარიზთან ახლოს, სენ-სიმონეში შედგა. დღესასწაულს, მხოლოდ წყვილის ახლობლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის, ვანესას და ჯონი დეპის ქალიშვილი, ლილი როუზ დეპიც იმყოფებოდა.

45 წლის პატარძალმა, ქორწილისთვის თეთრი ფერის კაბა შეარჩია, ფატასთან ერთად. სიძე კი, ლურჯი ფერის კოსტიუმში პოზირებდა.  

შეგახსენებთ, რომ ვანესა პარადი და ჰოლივუდის მსახიობი, ჯონი დეპი, 14 წლის განმავლობაში, სამოქლაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ. წყვილი, ოფიციალურად, არ დაქორწინებულა. მათ, ორი საერთო შვილი ჰყავთ - ქალიშვილი, ლილი-როუზ მელოდი და ვაჟიშვილი - ჯეკ კრისტოფერი.   

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე