ვერაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია (ვიდეო)

11:40 07-05-2018
40

ვერაზე, ჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია სახლის მეორე სართული და სხვენი - 100 კვ. მ.

მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ. ასევე, კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია ორმა მოქალაქემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება

ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი.