ურეკში მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს

14:36 07-04-2018
53

ურეკში მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"ურეკში მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს. ისინი სანაპიროდან 70-80 მეტრის მოშორებით იყვნენ შესულები ზღვაში და დახმარებას ითხოვდნენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება". - ნათქვამია განცხადებაში



ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი