"შტაბში" აუზზე 21 წლის ბიჭი დაჭრეს - "10 კაციანი დაჯგუფება თავს დაესხა ილიას და სასტიკად გაუსწორდნენ..."

14:30 07-04-2018
348

თბილისის ერთ-ერთ აუზზე 21 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. ახალგაზრდას დაზიანებები მუცლისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. აღნიშნული შემთხვევა 30 ივნისს მოხდა.  ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში დაზარალებულის ძმა კოკა უგრეხელიძე ავრცელებს, რომლის თქმითაც მის ძმას, 10 კაციანი დაჯგუფება თავს დაესხა ილიას და სასტიკად გაუსწორდნენ მიაყენეს ჭრილობები კისრის და მუცლის არეში , ბიტით დაუმტვრიეს ყბები. 

"გამარჯობა,
ეს ჩემი ძმაა ილია 21 წლის ,რომელიც თითქმის მოკლეს მაგრამ გაუმართლა და გადარჩა !
30 ივნისს ერთ-ერთ აუზზე შეიჭრა 10 კაციანი დაჯგუფება თავს დაესხა ილიას და სასტიკად გაუსწორდნენ, მიაყენეს ჭრილობები კისრის და მუცლის არეში , ბიტით დაუმტვრიეს ყბები ...ილიას ჩაუტარდა რამდენიმე საათიანი ოპერაცია 2 დღის მანძილზე და ეხლა სტაბილურად არის", - წერს კოკა უგრეხელიძე.

"პრაიმტაიმი" "შტაბის" აუზის მეპატრონეს გიორგი ტორონჯაძეს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავა. დღეს კი სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოკლედ მინდა დავწერო იმ ფაქტზე რაც შტაბში აუზზე მოხდა რამდენიმე დღის წინ.

ამდენი დღე თავს იმიტომ ვიკავებდი რომ ჩვენ თვითონ არ ვიცოდით რა მოხდა ზუსტად ან რატომ. ველოდებოდით გამოძიებას, მაგრამ ჯერ კიდევ რახან არაფერი ვიცით და არაფერია ცნობილი ვიტყვი მოკლედ.
მოვარდა 10კაციანი დაჯგუფება, რომელსაც მინიმუმ 5 დაცვა მაინც დაჭირდებიდა რომ შეეკავებინათ. შემოვარდნენ დაჭრეს ადამიანი და წავიდნენ. საბედნიეროდ გადარჩა ის ბიჭი. საშინელი ფაქტია, გეთანხმებით, მაგრამ იმის ლაპარაკი რომ ვერსად თავს დაცულად ვერ გრძნობთ მგონი ზედმეტია. ეს არ ყოფილა შემთხვევითი და არ დაუჭრიათ პირველივე შემხვედრი. ეს იყო გამიზნულად კონკრეტულ ადამიანზე. ჩემი აზრით სადაც ნახავდნენ იქ იზავდნენ და ვერაფერი შეაჩერებდათ. სხვა არავინ დაშავებულა კიდევ კარგი. სათითაოდ ყველა ადამიანს ვინც აქ იყო ბოდიში მოვუხადეთ, რომ მსგავსი ფაქტის შემსწრე გახდნენ. ვერ ვხდები სხვა რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. დაცვაც გავაძლიერეთ და კამერებსაც ვამატებთ. იმედი მაქვს მსგავსი საშინელი ფაქტი აღარ განმეორდება და იმედი მაქვს ეს არ აისახება ჩვენი ერთგული მომხმარებლების ჩვენდამი სიყვარულზე" - წერს ტორონჯაძე.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობაზე  მიმდინაროებს