გათავისუფლდი გაუთავებელი დიეტებისგან! - კიმ კარდაშიანის დიეტოლოგის სამი რჩევა წონის კორექციისთვის

13:58 07-04-2018
400

37 წლის ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი, ცნობილია, რომ წონის კორექციას, დღემდე დიდ ყურადღებას აქცევს და ამის გამო, კვლავ ფანტასტიკურ ფორმაშია.

ის, დიდ დროს ატარებს, სპორტულ დარბაზში, ათასობით დოლარს ხარჯავს, კოსმეტიკურ პროცედურებზე, მაგრამ კიმი, თვლის რომ  მთავარი, წონის დასარეგულირებლად, სწორი კვების რეჟიმია. 

მისი პირადი დიეტოლოგის, კოლეტ ჰეიმოვიცის ინფორმაციით, კარდაშიანი, წესებს იცავს, რომ მუდამ ფორმაში იყოს. მისი თქმით, თუკი, ამ სამ, უბრალო წესს გაითვალისწინებ, თქვენი წონა, ყოველთვის ტონუსში იქნება - მთავარია შაქრის და ნახშირწყლების მოხმარება შეამციროთ - აღარ მოიმატებთ წონაში, ყოველგვარ დიეტას დაემშვიდობებით და წონაც დასტაბილურდება. 

პირველ რიგში, თქვენი კვების რაციონში, უნდა ჩართოთ ცხოველური ცილების მოხმარება - სწორედ ის აკონტროლებს, შიმშილის შეგრძნებას. 

მეორე წესი-  თქვენი კვების რაციონი, აუცილებლად უნდა შედგებოდეს, საჭორო ცხიმებისგან - კვერცხი, თხილი, შავი შოკოლადი, ცხიმიანი თევზი, ავოკადო და ყველი. 

მესამე წესი კი, შემდეგში მდგომარეობს: ყოველდღიურად, უნდა მივირთვათ, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ვაშლი, ციტრუსები, კომბოსტო, ბროკოლი, კენკროვანი ხილი და მზესუმზირა. 

კიმ კარდაშიანის დიეტოლოგის რეკომენდაციით, ყოველდღიურად, შეგვიძლია მივიღოთ, მხოლოდ 5 გრამი შაქარი და 15 გრამი ნახშირწყლები. 

იხ. ფოტოები: 

ავტორი: რუსა ღვანიძე