ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მარიამ ჯაშის შეხვედრაზე პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს

18:25 07-03-2018
18

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ევროპის განათლების ფონდის წარმომადგენლობას შეხვდა. შეხვედრაზე განათლების სექტორის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცედურებსა და მისი მიღების მნიშვნელობაზე საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კადრების მომზადების თვალსაზრისით.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ უაღრესად დადებითი შეფასება მისცა კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში იხილება. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გარღმავების შესაძლებლობებზე არა მხოლოდ პროფესიული განათლების კუთხით, არამედ დასაქმების ხელშეწყობის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.