წელს „ღამის სერენადები“ ფესტივალის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება

15:36 07-03-2018
83

ბათუმში „ღამის სერენადების“ მეათე, საიუბილეო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ დღეს კონსერვატორიაში გამართულ პრესკომფერენციაზე გახდა ცნობილი ჟურნალისტებისთვის.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევი-ოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარე¬ში, აფხაზეთში დაარსდა.  1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2008 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას უკვე „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.

2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 26, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო “შერა-ტონ ბათუმის” 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში უკვე მეათედ გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს - კი საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო 2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა“ საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გამართეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრის დაკომპლექტება მოხდება უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირ-ტუოზები“.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლი¬ნე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტა¬ლია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვ.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ვახტანგ მაჭავარიანი:

- პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ბედნიერებაა ამ გენიალური ადამიანის, ლიანა ისაკაძის ფესტივალში მონაწილეობა. ეს არ არის ჩემთვის პირველი. ლიანა არის მოვლენა ქართულ მუსიკალურ კულტურაში და შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი მუსიკალური ქარიზმაა. ჩემი პირველი კონცერტი საქართველოში, შემდეგ მოსკოვში, პეტერბურგში, უცხოეთში დაკავშირებულია ლიანასთან. ჩვენ მრავალი წელი ახლობლობა და მეგობრობა გვაკავშირებს და ამდენად მეტად საპასუხისმგებლოა ჩემი მონაწილეობა ამ ფესტივალში.

 ალექსანდრე კორსანტია:

 - ერთი სული მაქვს როდის გამოვალ ლიანას ჩრდილ ქვეშ, როდის წარვდგები მაყურებლის წინაშე როგორც მისი სახელობის ფესტივალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ლიანას სახელი როგორც ბრენდი, ბრძნული, აკადემიური სიტყვისა გამუდმებით რეკავს და ხმაურობს მთელ მსოფლიოში. ბევრი წლების შემდეგ ჩვენ პირველად დავუკრავთ ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი