მიხეილ ჩხენკელმა ჯონ სმიტის საქველმოქმედო ფონდის სტიპენდიანტებს სიტყვით მიმართა

10:31 07-03-2018
15

ბრიტანეთის საელჩოში ჯონ სმიტის ფონდის კურსდამთავრებულთა რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა. მინისტრმა ახალგაზრდა ლიდერებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სიტყვით მიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელით, წარმატება უსურვა. 

მიხეილ ჩხენკელი: „ყველა დემოკრატიული ქვეყანა ეფუძნება მომავალი თაობების განათლებაზე მზრუნველობას, კარგი მმართველობის, სოციალური სამართლიანობისა და  კანონის უზენაესობის პრინციპებს. ეს ის ფუნდამენტური დებულებებია, რომელსაც ჯონ სმიტის საქველმოქმედო ფონდი პატივს სცემს და იცავს.  ამიტომ, ორმაგად მოხარული ვარ, რომ ამ ფონდის სტიპენდიანტებმა სწორედ თბილისში მოიყარეს თავი.  ახალი თაობის ლიდერებში სხვადასხვა ფორმით ინვესტირება მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს არა მხოლოდ მათ პიროვნულ განვითარებას, არამედ ქვეყნის გაძლიერებას".