დღეიდან სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებენ

18:05 07-02-2018
26

 

ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, დღეს საქართველოს პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის ფარგლებში, შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა:

·         სპეციალური მასწავლებელი გახდა მასწავლებელი;

·         სისტემამ აღიარა ალტერნატიული და გაფართოებული სასწავლო გეგმები;

·         სპეციალურ სკოლებს შეეცვალა სტატუსი და გახდა რესურს სკოლები;

·         გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები;

ცვლილების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. შედეგად, მათი სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი მასწავლებლის სტატუსს გაუთანაბრდება. პარალელურად მიმდინარეობს და დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლის დაფინანსების წესი და პროფესიული განვითარების სქემა, რაც მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის საშუალებას მისცემთ.

ავტორი: თათია ცუკოშვილი