„ღამის სერენადები“ - ფესტივალის შესახებ პრესკომფერენცია გაიმართება

15:55 07-02-2018
81

3 ივლის, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ( ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა 8/10 ) X საერთაშორისო ესტივალღამის სერენადებთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადებიცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის ინიციატივით დაარსდა. 2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 27, 28 და 29 აგვისტოს . ბათუმში სასტუმრო "შერატონ ბათუმის" საკონცერტო დარბაზში გაიმართება, ხოლო 2  და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის . სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან - პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი   სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვ.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, . ბათუმის მერია და . თბილისის მერია.

ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია არტ ალიანსი“.

საკონტაქტო პირი თამარ სადრაძე - 599 094 927

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი