ხაშურში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

17:11 06-30-2018
38

ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, საიდანაც ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა 29 ივნისს მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

შსს-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.