მცირე მთავრობის კონცეფცია არანაირად არ გულისხმობს ვინმეს სახლში გაშვებას - ფინანსთა მინისტრი

14:26 06-29-2018
29

ფინანსთა მინისტრის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მცირე მთავრობის კონცეფცია ვინმეს სახლში გაშვებას არ გულისხმობს.

აღნიშნული განცხადებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ოპოზიციის განცხადებებს უპასუხა.

„მცირე მთავრობის კონცეფცია არანაირად  არ გულისხმობს ვინმეს სახლში გაშვებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი აღრევები ხდება. უფრო მეტიც, მცირემ მთავრობის კონცეფცია მათ შორის ეყრდნობა იმ პრინციპს, რომ საჯარო მოხელე უნდა იყოს დაფასებული“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე