გადაწყდა, რომ სახალხო დამცველის აპარატისათვის გამოიყოს დაახლოებით 500 000 ლარი - ფინანსთა მინისტრი

13:40 06-29-2018
49

ფინანსთა მინისტრის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ სახალხო დამცველის აპარატისათვის გამოიყოს დაახლოებით 500 000 ლარი, სარეზერვო ფონდიდან. 

როგორც ნიკოლოზ გაგუამ ჟურნალსიტებს განუცხადა, ამ თანხით, სახალხო დამცველი ახალი ოფისის ქირაობას შეძლებს. 

"სახალხო დამცველის აპარატისათვის გამოიყო დაახლოებით 500 000 ლარი, სარეზერვო ფონდიდანრომელის მიზანია, სახალხო დამცველის აპარატისათვის ოფისის დაქირავება მოხდეს. მანამ, სანამ არ მოხდება კონკრეტული ოფისით უზრლვენყლოვა სახალხო დამცველი აპარატის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე