ვარსკვლავების ყველაზე "შიშველი" პოზირება შოუ-ბიზნენის ისტორიაში - მერლინ მონროს კაბა კენედის დაბადების დღეზე (ვიდეორგოლი)

16:28 06-28-2018
661

შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა, მშვენივრად იციან როგორი სტილის კაბაში იპოზიორონ წითელ ხალიჩაზე. გთავაზობთ, ცნობილი ადამიანების, ყველაზე მნიშვნელოვან და დაუვიწყარ ფოტოებს, როცა მათი "შიშველი" ფოტოსესია, საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. 

პირველი "შიშველი" ფოტოსესიის სკანდალის განხილვა, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის შუა წლებში, ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავის, მერლინ მონროს, გამო მოხდა, როცა მერლინი, 1962 წელს, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის დაბადების დღეზე, პუბლიკის წინაშე, სიმღერით "Happy Birthday To You", სექსუალური იმიჯით წარსდგა. მომღერალს, ფრანგი დიზაინერის, ჟან ლუის კაბა ეცვა, რომელიც აუქციონზე, 4, 8 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

80-იანი წლების ბოლოს, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელმა, მომღერამა შერიმ, მოდის ინდუსტრიაში, ნამდვილი "რევოლუცია" მოახდინა, როცა ვარსკვლავი, სრულიად გამჭირვალე შავ კაბაში, "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე წარსდგა. 

90-იან წლებს, სექსუალური ჩაცმის სტილის, ყველაზე დიდი ეპოქად მოიხსენიებენ.  ეს, ის პერიოდია, როცა მოდის სამყაროში, ბრწყინავდნენ, ცნობილი სუპერმოდელები, როგორებიც იყვნენ კეიტ მოსი და ნაომი კემპბელი. 

1993 წელს, საზოგადოების ყურადღება, სელენ დიონმა მიიქცია, როცა "გრემის" დაჯილდოვების ცერემონიაზე, ნახევრადშიშველი, "ტრუსებში" პოზირებდა.

ყველაზე თავისუფალი სტილი პოდიუმზე, მომღერალმა, მადონამ აჩვენა, რომელიც მკერდმოშიშვლებული წარსდგა პუბლიკის წინაშე. 

1994 წელს, ყველაზე "შიშველ" ვარკვლავად, სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მთავრი გმირი, სარა ჯესიკა პარკერი(კერი ბრედშოუ) დაასახელეს, რომელიც კადრში, როცა ბეწვის ქურქს იხდის, სრულიად გამჭირვალე კაბა აცვია. 

კიმ კარდაშიანს, საკუთარ გარდერობში, თავისუფალი სტილის, გამჭირვალე კაბის მოძებნა, არ გართულებია -  ასეთი კაბები, ვარსკვლავს, მრავლად  მოეპოვება.  

ფაქტია, რომ სექსუალური ტრენდების სკანდალი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარეშე არ ჩაივლიდა - პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ნიშნობის ფოტოსესიის დროს, მეგანი, "Ralph & Russo"-ს ბრენდის,  ნახევრად გამჭირვალე კაბაში პოზირებს. მიუხედევად იმისა, რომ კაბა, მაქსიმალურად დახურილი სტილის არის, "შიშველი" კაბის მოდის ინდუსტრიაში, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.  

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე