სამეფო ოჯახის სკანდალი! - ბრაიან ადამსმა პრინცესა დიანასთან საიდუმლო რომანის შესახებ დუმილი დაარღვია (ვიდეორგოლი)

14:06 06-27-2018
1607

2018 წლის მარტში, ტელევარსკვლავმა, ლიზა ოლდფილდმა, საინფორმაციო სააგენტოს, "The Daily Mail"-თან ინტერვიუში, განაცხადა, რომ მას, პრინცესა დიანას ყოფილმა ბატლერმა, პოლ ბარელმა, ლედი დის და კანადელი მუსიკოსის, ბრაიან ადამსის საიდუმლო რომანის შესახებ ესაუბრა.

პოლმა აღიარა, რომ ის, ეხმარებოდა ბრაიანს, დიანასთან სასახლეში შესახვედრად. ამბობს, რომ ისინი, მანქანის საბარგულში ხვდებოდნენ ერთმანეთს. 

1966 წლიდან, ლედი დი და ბრაიანი, მას შემდეგ, რაც პრინცესა და ჩარლზი დაშორდნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ.

რამდენიმე წლის წინ, ადამსის ყოფილმა შეყვარებულმა, სესილ ტომსენმა განაცხადა, რომ ისინი, სწორედ, პრინცესას გამო დაშორდნენ ერთმაეთს. 

ამ ფაქტის შესახებ, ბრაიანმა, დუმილი დაარღვია და რამდენიმე დღის წინ, ენდი კოენის შოუში - "Watch What Happens Live", განაცხადა:

"ჩვენ, ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, არასოდეს არ ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩუმად და მალულად, უბრალოდ ჩავდიოდი და ვნახულობდი" - ამბობს ბრაიანი. 

შეგახსენებთ, რომ სესილი და ადამსი, 12 წლის განმავლობაში, ხვდებოდნენ ერთმანეთს. ტომსენთან დაშორების შემდეგ, მუსიკოსს, რომანი ჰქონდა მის პირად ასისტენტთან, ალისია გრიმალდთან, რომელთანაც დღემდე ცხოვრობს.

2010 წელს, ალისიამ ბრაიანს, ქალიშვილი, მირაბელა-ბანი გაუჩინა, ხოლო 2013 წელს - მეორე გოგონა, ლულუ როზილი. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე