ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ჰორო

ჰოროსკოპი 1713611846

„საბოლოოდ დატოვებთ ტოქსიკურ მომენტებს წარსულში...“ ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

კვანტური ნახტომი მომავლისკენ - სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.ვერძი ვერძისთვის იცვლება ყოველდღიური ცხოვრების წესი და ფასეულობათა სისტემა. სადაც რესურსს ხარჯავდით შესაძლოა მიხვდეთ, რომ ეს აღარ გინდათ. თუ კი ბოლო რამდენიმე წელი აგროვებდით რაიმე გამოცდილებას, შეიძლება ეს გაცვალოთ პასიურ ფაზაში. გაქვთ გაჯანსაღების პერიოდი, დიდ ყურადღებას მიაქცევთ ჯანმრთელობას და კვებას.კურომთავარი მოთამაშეები არიან ამ პერიოდის განმავლობაში. სამყაროსგან უნდა ელოდოთ საჩუქრებს. თქვენი ცხოვრების წესი უკეთესობისკენ შეიცვლება. შესაძლოა ემიგრანტი კუროები დაბრუნდნენ სამშობლოში. ტყუპები მნიშვნელოვან ეტაპს იწყებთ, რომელიც დაკავშირებულია მეგობრებთან და კოლექტივთან. თქვენ გაქვთ როლი ვიღაცის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყოთ, სწორედ ამიტომ დიდი მისია გაკისრიათ, თუმცა ამას ვერ ხვდებით. თავისუფლდებით ტოქსიკური ადამიანებისგან. კირჩხიბი პროფესიულ სტატუსთან და სარგებელთან დაკავშირებული სწორი მანევრირებით შეცვლით ცხოვრებას. შესაძლოა თქვენს გარემოში არ იყვნენ ისეთი ადამიანები რომლებიც გრთგუნავდნენ. მომდევნო წლის შუა პერიოდამდე ძიების პროცესში იქნებით თუმცა შემდეგ დალაგდებით.ლომითქვენს ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი საკითხები , რომლებიც ასევე ფასეულობათა სისტემას უკავშირდება.. თქვენი მხრიდან მიდის დიდი რესურსის გახარჯვა და უნდა გადააფასოთ. გქონდათ სასამართლო დავები ან უსიამოვნება სადაც უსამართლოდ გექცეოდნენ, თუმცა თემიდა თქვენს მხარესაა. ქალწული თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხები უკვე არსებული ფინანსური ურთიერთობების დახურვასა და გათავისუფლებას. შესაძლოა ასევე ეს იყოს თქვენს სინდისზე ზეწოლა.შესაძლებლობა გაქვთ უცხოეთთან გაიმყაროთ კავშირები და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოთ.სასწორი მათთან ყველაფერი გადის საკუთარ თავთან და ფიზიკურობასთან დაკავშირებული. საბოლოოდ დატოვებთ ტოქსიკურ მომენტებს წარსულში. არ დაგავიწყდეთ, რომ თავად ხართ თემიდა, რისკი იმისა, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ ძალიან დიდია, რადგან ტყვეობაში ხართ. აცადეთ ემოციებს დაცხრეს.მორიელიყველაფერი გადის პარტნიორულ და ბიზნესს ურთიერთობებზე. ბევრ მორიელს განსაკუთრებული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ნებისმიერი ურთიერთობა თქვენგან ითხოვს სიყვარულს, სიმშვიდეს, პატივისცემას. ასევე უნდა დათმოთ კომფორტის ზონაც. განაგრძეთ კითხვა...

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1713611464

ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. თუ დასაცავი უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ აქვს ადგილი უკანონო აქტივობას, იქ დაცვის რეაქცია იქნება კანონიერად ხისტი - გია აბაშიძე

„დღესაც, ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა თსუ-ში და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება.”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.მისი თქმით, რამდენჯერაც ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას "ნაციდეოლოგიით" მოწამლული ცალკეული სტუდენტები, იმდენჯერ გაეცემათ საკადრისი პასუხი. “რამდენჯერაც ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას "ნაციდეოლოგიით" მოწამლული ცალკეული სტუდენტები, იმდენჯერ გაეცემათ საკადრისი პასუხი. დღესაც, ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა თსუ-ში და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. თუ დასაცავი უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ აქვს ადგილი უკანონო აქტივობას, იქ დაცვის რეაქცია იქნება კანონიერად ხისტი.თუმცა, როგორც ჩანს, აქაურ შარახვეტია აქტივისტებს ჯერ არ გაუგიათ ელექტროშოკის "გემო", რომელიც ხშირად გამოიყენება დასავლეთის სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების მხრიდან. და თუ ლექტორ ირაკლი კობახიძის დასაცავად ხმას ამოიღებენ მისი სტუდენტები, ეს არაა პარტიული აქტივისტობა, ესაა დაგეგმილი ლექციის ჩატარების უზრუნველყოფა და ჭკუათხელი "ნაცპარაზიტების" განდევნა.”- წერს გია აბაშიძე.         

ხახვი

რჩევები 1713611294

დაალაგეთ ხახვი ოთახის კუთხეებში და შედეგი გაგაოცებთ

ხახვი არა მხოლოდ კულინარიის მეფეა, არამედ შეუცვლელი თანაშემწეა ყოველდღიურ ცხოვრებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ მოკრძალებულ ბოსტნეულს შეუძლია არა მხოლოდ მისცეს კერძებს უნიკალური გემო და არომატი, არამედ გახდეს ნამდვილი ხსნა ოჯახში სხვადასხვა პრობლემისგან.ძველ ეგვიპტეში იგი ითვლებოდა სამყაროს სტრუქტურის მოდელად, ხოლო ძველ რომში ითვლებოდა ევროპული სამზარეულოს კულტურის გასაღებად. დღეს, მიუხედავად ყველა ტექნოლოგიური ინოვაციისა, ბევრს შეიძლება არც კი ჰქონდეს ეჭვი, რომ ეს ბოსტნეული შეიძლება გახდეს საიმედო მოკავშირე ჟანგთან და ქვაბებზე გაჩენილ ლაქებთან ბრძოლაში. უბრალოდ გაწმინდეთ  ჭუჭყიანი ზედაპირი გაჭრილი ხახვით და შედეგი გაგიკვირდებათ. ხახვის შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი მჟავები ადვილად უმკლავდება უძველეს და ჯიუტ ლაქებს.ამრიგად, ხახვი არა მხოლოდ ჯადოსნური ინგრედიენტია სამზარეულოში, არამედ საიმედო ასისტენტია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებში. დავაფასოთ არა მხოლოდ მისი გემო და არომატი, არამედ საოცარი თვისებებიც, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების გამარტივება.მხოლოდ ნახევარისამზარეულოში არის წვრილმანების მთელი სამყარო, რომლებზეც ზოგჯერ არ ვფიქრობთ. ერთ-ერთი ასეთი არის ხახვის შენახვა და დამუშავება. გამოდის, რომ ნახევარი ხახვის მოვლა შეიძლება ნამდვილ ხელოვნებად იქცეს.თუ კერძის მომზადების შემდეგ ხახვის ულამაზესი ნახევარი დაგრჩათ, ნუ იჩქარებთ მის მაცივარში შედებას, სადაც ის სწრაფად დაკარგავს სიახლეს. მარტივი გამოსავალია, მოათავსოთ გაჭრილი ნაწილით მარილზე. ეს ჭკვიანური ხრიკი დაგეხმარებათ ბოსტნეულის გემოს და არომატის შენარჩუნებაში რამდენიმე კვირის განმავლობაში.უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ ხახვის ბოლოები მოუწვით ალზე და დაზღვეული იქნებით ყლორტების წარმოქმნისგან და დალპობისგან. გაუხანგრძლივებთ მათ შენახვის ვადას.როგორც ჩანს, ხახვი არ არის მხოლოდ ბოსტნეული, არამედ ნამდვილი მრავალფუნქციური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება და თქვენს გარშემო არსებული სივრცე. ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ის შეიძლება გახდეს ეფექტური სადეზინფექციო საშუალება, ეხმარება ჭურჭელზე ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში და სახლში უსიამოვნო სუნის აღმოფხვრასაც კი შეუძლია.თურმე ოთახში საღებავების, კანალიზაციის ან დაბინძურებული სუნის მოსაშორებლად, არ გჭირდებათ ძვირად ღირებული სუნამოების ან სპეციალური პროდუქტების გამოყენება. უბრალოდ მოათავსეთ ხახვის მეოთხედი ოთახის კუთხეებში და შედეგით გაოცდებით. ახალი სურნელი არ გამოჩნდება, მაგრამ ძველი, რომელიც გაწუხებს, ისე გაქრება, თითქოს არასოდეს არსებობდა.ეს მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტი დაგეხმარებათ არა მხოლოდ თქვენი სახლის სისუფთავის შენარჩუნებაში, არამედ ცოტა ჯადოსნობას შემატებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ასევე ნახეთ:სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალაVIDEO: სასტიკად მოკლული ქალის მიმოწერა გასაჯაროვდა - სკანდალური სასამართლო პროცესის ახალი დეტალები

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1713610596

ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, უბედურება აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან - ირაკლი ღარიბაშვილი

ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, უბედურება აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ოჯახის წევრებსა და შვილებს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან, განადგურებისგან და უბედურებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.„საუბედუროდ, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ჩვენს ვითომ ოპოზიციას, ამ გაუგებარ ხალხს, რომლებიც მხოლოდ ყვირიან და საუბარი არ შეუძლიათ, დავიწყებული აქვთ ქვეყნის ერთ--ერთი მთავარი პრობლემა. ამ ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარი. ვინ მოიტანა ეს ოკუპაცია? გრძელდება ოკუპაცია და ესეც არის წინა ხელისუფლების „დამსახურება“. სამწუხაროდ, ქვეყანას აქვს ეს დიდი პრობლემა მოსაგვარებელი. მე არ მესმის დისკუსია ამ თემაზე, როგორ ვაგვარებთ ამ საკითხს და როგორ მივდივართ წინ. მინდა, კითხვა დავუსვა ყველას? როგორ წარმოუდგენიათ, მათი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, გაუფორმეს პირდაპირ რუსებს, ჩახოცეს ჩვენი გმირი ბიჭები და უბედურება მოუტანეს ქვეყანას. არავითარი თეორიული შანსიც კი არ იარსებებს, დღეს ხელისუფლებაში რომ არ იყოს „ქართული ოცნება“, საერთოდ წარმოუდგენელი იქნება მშვიდობაზე და სტაბილურობაზე ფიქრი. „მცოცავი ოკუპაცია“ არის შედეგი იმ უგუნური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მმართველობისა, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“.რა მიამიტურ კითხვას მისვამთ - რუსეთს დღეს კარგ ხასიათზე გაეღვიძება და დაგვიბრუნებს ტერიტორიებს - ასეთი მიამიტი როგორ შეიძლება დღეს ვინმე ქვეყანაში მოიძებნოს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, გრძელვადიანი და სტრატეგიული ხედვით უნდა მოვახერხოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მეც მინდა ძალიან ბევრი რამ, მეც მინდა, რომ დღეს, ძალიან მალე ქვეყანა გახდეს ერთიანი, ძლიერი, თავისი ძლიერი შეიარაღებით, მათ შორის ბირთვული სახელმწიფოც გახდეს, მაგრამ ეს დღეს ამაზე საუბარი ხომ არარეალისტურია? ბევრი იდეა გვესმის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ უნდა გამოვიდეთ რეალობიდან და შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. მთავარი თემა არის შემდეგი: ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, უბედურება აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ოჯახის წევრებსა და შვილებს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან, განადგურებისგან და უბედურებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.   

 ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს დაესწრო

პოლიტიკა 1713610366

მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვინ არის ეს ძალა? ეს არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.„დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი. ამას მთავრობა და ხელისუფლება იცავს და ასე იქნება მომავალშიც. მთავარი მინდა ვთქვა და მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვინ არის ეს ძალა? ეს არის „ქართული ოცნება“. ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი - ჩემი წინა პრემიერობის დროს დაიხურა ეს საკითხი და მაშინ გამოცხადდა, რომ ქვეყანა მიიღებდა უვიზო რეჟიმს. ამ ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო? 2012 წლამდე ევროპაში მოგზაურობდა მხოლოდ მმართველი ელიტა, რომელიც მაშინ იყო გაპარპაშებული. ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეეძლო ევროპაში გადაადგილება. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი 100 ევროდ და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი? ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ვინ მოიტანა თავისუფალი ვაჭრობა? დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. დამთავრდა საუბარი, მე არ მივიღებ არანაირ კრიტიკას, რომ ჩვენ რაიმე ძალისხმევა დავაკელით და რაღაც არ გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი და იმას მივაღწიეთ, რომ ქვეყანას დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს.პროცესი გრძელდება - აუცილებელია დიალოგი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი. გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს დიალოგი, პარლამენტს - ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.