„ყველაზე მძაფრსიუჟეტიან ფილმშიც კი არ მინახავს“ - ნინი ქარსელაძე

10:09 06-26-2018
8308

„საზოგადოება ყოველდღიურად ხან მთავრობას, ხან კონკრეტულ ადამიანებს აბრალებს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია.... არადა ეს ყველაფერი მენტალური, ინტელექტის ნაკლებობის გამო ხდება.... ყველაზე საშიშია ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება, ამის შემდეგ იწყება ყველანაირი პრობლემა.... გოგონების მსგავსი საქციელი ყველაზე მძაფრსიუჟეტიან ფილმშიც კი არ მინახავს. ჩემი ბიჭი მაგარია, გადარჩა და მისი ორგანიზმი იბრძოლებს იმისათვის, რომ ძველ ფორმას დაუბრუნდეს...

p.s. დიდი მადლობა სასწრაფოს და ღუდუშაურის ექიმებს. თქვენი დამსახურებით პიკასო ისევ იმღერებს ხალხისთვის.“

წერს ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთ სოლისტს, ირაკლი ნოზაძეს, იგივე პიკასოს საკუთარ სახლთან ორმა გოგონამ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ირაკლის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი