ეპატაჟური მომღერალი ნიკი მინაჟი ახალ კლიპში - პლასტიკატის ბიუზჰალტერით ვარდისფერ ცხენზე! (ვიდეორგოლი)

16:14 06-25-2018
240

ამერიკელი რეპერი და კომპოზიტორი, ნიკი მინაჟი, ცნობილია, როგორც ეპატაჟური მომღერალი - მას, ყოველდრიურ ცხოვრებაშიც არა აქვს პრობლემა, თავისუფალი ჩაცმის სტილის, ის შეიძლება იხილოთ, საკმაოდ უცნაურად ჩაცმული, ზოგჯერ კი, თითქმის შიშველი.  

გუშინ, რეპერი YG-ის, ახალი კლიპის ჩვენება გაიმართა. სიმღერას, სახელწოდებით - "Big Bank"-ი, რეპერი 2 Chainz და ნიკი ასრულებდნენ. პუბლიკა, ნიკის უცნაურმა ჩაცმულობამ გააოცა - კლიპის დასაწყისში, ბრილიანტის თვლიანი აქსესუარებით, ბეწვით გაწყობილ, ბრჭყვიალა საცურაო კოსტიუმში და შავი სათვალით პოზირებს. ბოლოს კი, ვარდიფერი პლასტიკატის ბიუზჰალტერით -  ვარდიფერ ცხენზეა ამხედრებული. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე